თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი აცხადებს კონკურსს „ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა – 2026-ის“ მონაწილეთა შესარჩევად.
„ზამთრის ქართველოლოგიური სკოლის“ მიზანია ქართველოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება და პროფესიული უნარების განვითარება.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი ქართული ლიტერატურის მიმართულებით და წარმოადგინონ განსახილველად.
სავალდებულოა ხელმძღვანელის დასკვნა.
(სასურველია ნაშრომი იყოს არაუმეტეს 6 ნაბეჭდი გვერდისა: შრიფტი – Sylfaen; ზომა – 12; სტრიქონებს შორის დაშორება – 1)
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებსა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.
საკონკურსო ნაშრომები უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 1 მარტისა ელექტრონულ მისამართზე: zamtrisskola@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი